შემთხვევა ქობულეთში

17 მაისი 2024, 17:25 728 ნახვა

სოფელ კვირიკეში კაცის გარდაცვალებას განცხადებით ეხმაურება  "შპს გზა“. კომპანიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების სტანდარტების  უგულებელყოფა გახდა -დეზინფორმაციას აფასებს.

კომპანიის განმარტებით  შპს გზა სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დაკვეთით ახორციელებდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს  ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობის სამუშაოები, რომ სამუშაოები  გერმანული კომპანიის ზედამხედველობითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში 50 წლის კაცი უბედურ შემთხვევას გუშინ დღის მეორე ნახევარში ემსხვერპლა.   იგი მილების გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. სამუშაოების შესრულების დროს ფერდობი ჩამოიშალა და მიწის მასის ქვეშ მოიყოლა.     

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში