ოჯახის სიწმინდის დღე

17 მაისი 2024, 19:43 492 ნახვა

დღეს ოჯახის სიწმინდისა და  მშობლის პატივისცემის დღეა.  მორწმუნეებს,     მოსახლეობას  - განურჩევლად ეროვნების , რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, საპატრიარქომ  წელსაც ყველას მოუწოდა, რომ   ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად,    გაერთიანდნენ და   ერთად  აღენიშნათ   17 მაისი.

პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში ბოლო ათი წელია აღინიშნება.  წელსაც ასე იყო.

   პატრიარქის მოწოდებას შეუერთდნენ სხვადასხვა  ქალაქში.  ბათუმშიც  ლოცვით, გალობით, ხატებითა და   ბაირაღებით      შემოაირეს   ქუჩები.    დღევანდელი დღე   ხალხმრავალი მსვლელობით აღინიშნა,   თითქმის ყველა ტაძარში კი  სავადრებელი პარაკლისი აღევლინა.  

,,ოჯახი არის ყველაზე დიდი ძალა სახელმწიფოს გაძლიერებისთვის“ -ასეთი იყო  გზავნილი, რომელიც  დღეს საზეიმო მსვლელობის   მონაწილეებს აერთიანებდათ.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში