სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

18 მაისი 2024, 09:39 466 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, 2 საათიანი ოპერაციის შემდეგ რობერტ ფიცო გონზეა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. დირექტორი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი კრიტიკული მდგომარეობის დროს.

ამასთან, სლოვაკეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ფუნქციონირება არ არის შეჩერებული, ყველა პროცესი გრძელდება და სამინისტროები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს 71 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში