კვარაცხელიამ გაიტანა, „ნაპოლიმ“ ისევ ვერ მოიგო

18 მაისი 2024, 09:54 448 ნახვა

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს, „ფიორენტინას“ ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ერთი ქულა მოიპოვა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე „ფიორენტინას“ კარისკენ საჯარიმო დაინიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა. ეს მისთვის პირველი გოლია ჯარიმიდან იტალიის სერია A-ში.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნაპოლი“ 52 ქულით მე-9 ადგილზეა და კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაცაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში