პროტესტი ბათუმში

19 მაისი 2024, 10:58 387 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმში გუშინ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო და ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა. აქციის მონაწილე ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონი.

აქციის მონაწილეები ამ კანონს უწოდებენ რუსულს - ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს საბოლოოდ შეუცვლის საგარეო კურსს და დააშორებს ევროპულ ფასეულობებს.

აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ კანონის იმ მუხლებს სადაც წერია, რომ კანონი შეეხება ფიზიკურ პირებს და მათ პერსონალურ მონაცემებსაც.

მსვლელობა რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო, მომიტინგეებმა შეძახილებითა და მოწოდებებით“შემოგვიერდთით“ - გაიარეს ბარათაშვილის წერეთლის, პუშკინისა და მელიქიშვილი ქუჩები, მოგვიანებით კი კვლავ რუსთაველის ქუჩაზე დაასრულეს აქცია. მსვლელობის განმავლობაში აღნიშნული ქუჩების სრულად ან ნაწილობრივ იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალებით ამხნევებდნენ მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში