ოლექსანდ უსიკი კრივში მძიმე  წონის აბოსლუტური ჩემპიონია 

19 მაისი 2024, 08:32 469 ნახვა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში კრივში მძიმე წონის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ტაისონ ფიური და ოლექსანდრ უსიკი დაუპირისპირდნენ.

უკრაინელის უპირატესობა ბოლო რაუნდებისკენ გამოიკვეთა, რომელმაც მეტოქე მეცხრე რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა. 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება ოლექსანდრ უსიკს მიენიჭა.

უკრაინელმა ფიურის დამარცხებით ყველა საჩემპიონო ქამრის გაერთიანება შეძლო და მძიმე წონითი კატეგორიის უდავო ჩემპიონი გახდა.

უსიკს კარიერაში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოგებული. ფიურისთვის კი ეს კარიერაში პირველი მარცხი იყო. ოლექსანდრ უსიკი გახდა პირველი მოკრივე ლეგენდარული ლენოქს ლუისის შემდეგ, რომელმაც ოთხივე საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში