ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის 

19 მაისი 2024, 08:34 471 ნახვა

საბერძნეთში დასრულებულ ევროპის 15-წლამდელთა პირველობაზე ნიკოლოზ კუტუბიძე ჩემპიონი გახდა. 13 წლის ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი 4:1 დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – კუტუბიძის გარდა, დავით შავაძემ და ამიკო ცეცხლაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე 15-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში