ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა - უცხოური მედია

19 მაისი 2024, 17:50 511 ნახვა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 ამ დროისთვის, ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა უცნობია.

ირანული მედია ინციდენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური ცნობები მომხდარის შესახებ, ამ ეტაპზე, არ მოიპოვება.

როგორც Deutsceh Welle იუწყება, მაშველები ინციდენტის ადგილს, ამინდის ცუდი პირობების გამო, ვერ უახლოვდებიან. 

რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ერთად გამართული ღონისძიებიდან ირანში ბრუნდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში