ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ადგილამდე მაშველები, ამ დრომდე, ვერ მიდიან

19 მაისი 2024, 19:00 597 ნახვა

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას ამინდის პირობები ართულებს - ადგილზე ძლიერი ნისლია.

ირანული მედია ადასტურებს, რომ იბრაჰიმ რაისი ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი ირანში აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა,

ცნობილია, რომ კოლონაში, კიდევ, 2 ვერტმფრენი მოძრაობდა და ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში