“ფრაგმენტები” – ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი

19 მაისი 2024, 20:05 617 ნახვა

სპეციალური რუბრიკა „ფრაგმენტები“ - ირინე წუწუნა ამ რუბრიკის საშუალებით გაცნობთ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ჩვენებურებისა და მუჰაჯირების ისტორიას.

ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი პირველი იყო თურქეთში, რომელშიც ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება გაიხსნა. ფაკულტეტზე სტუდენტების მიღება 2006 წელს დაიწყო და ქართული ენა დღემდე მოთხოვნადია.

ყარსის უნივერსიტეტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და 25 ათასზე მეტი სტუდენტი ჰყავს.

რუბრიკა “ფრაგმენტებით” ჩვენ გაგაცნობთ ყარსის უნივერსიტეტში ქართულის ენის სასწავლო კურსის დაარსების იდეის ერთ-ერთ ავტორს, ასევე ამავე უნივერსიტეტის ქართველ და თურქ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ამ დროისთვის ენას 70-მდე სტუდენტს ასწავლიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში