პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს განიხილავს

20 მაისი 2024, 10:14 400 ნახვა

პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს განიხილავს. ამჯერად, საუბარია ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს.

პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. მიიჩნევს, რომ კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება, როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიმართ. სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიუღებელი და დაუშვებელია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში