ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ - უცხოური მედია

20 მაისი 2024, 10:23 444 ნახვა

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მთიან რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, განაცხადა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პრეზიდენტის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა. ირანული მედია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

ირანის საინფორმაციო სააგენტო ,,მეჰრი'' იტყობინება, რომ ვერტმფრენის ყველა მგზავრი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, მოწამეობრივად დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ავიაკატასტროფა ირანში მთელი რიგი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისების გამო მზარდი უთანხმოების ფონზე ხდება. ირანის სულიერ ლიდერებს საერთაშორისო ზეწოლა ემუქრებათ თეირანის სადავო ბირთვული პროგრამისა და  რუსეთთან სამხედრო კავშირების გაღრმავების გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში