ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება - პრემიერი

20 მაისი 2024, 11:17 359 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე განკარგულებას დღეს განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებულია პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის რაოდენობით. ჩვენ მსჯელობა გვქონდა კულტურისა და სპორტი სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა და 3 მილიონ ლარამდე. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში