პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული - გიორგი მსხილაძე

20 მაისი 2024, 14:34 429 ნახვა

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს დილოგი არ ჩაუკეტავს.

„აღნიშნულმა რუსულმა კანონმა იცით, როგორი პოლარიზაცია და დაპირისპირება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს და ვეტოს დაძლევას როდის გადაწყვეტს, შემდგომი ნაბიჯები მათი გადასაწყვეტია...

პრეზიდენტი მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნებოდნენ, თავიდან ბოლომდე გაერკვიათ კანონი და ისე მომხდარიყო მისი განხილვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია. კანონზე მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“,- აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში