ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

20 მაისი 2024, 13:01 399 ნახვა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და  კიდევ 7 თანმხლებ პირთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

იბრაჰიმ რაისი არის ირანის მეორე პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიღუპა.  

ახლა კონსტიტუციის მცველთა საბჭო გადაწყვეტს, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ირანში 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში