სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

20 მაისი 2024, 16:32 468 ნახვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მან უკვე მიმართა ჰააგის სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მოთხოვნით, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი გასცეს.

„ჰამასის“ ლიდერებიდან ჰააგის პროკურატურა დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის, იაჰია სინვარის, დაჯგუფების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მუჰამედ ალ-დიეფის და „ჰამასის“ პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში