“ბათუმმა” შინ “ნორჩი დინამო” დაამარცხა

20 მაისი 2024, 21:28 540 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ბათუმმა” ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში “ნორჩ დინამოს” ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი სელიმბას გადაცემის შემდეგ ლინდა ანთაძემ გაიტანა. 

8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გელა კიკალიშვილის გაწვრთნილ “ბათუმს” 15 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. 

მომდევნო ტურში 25 მაისს ბათუმელები გასვლაზე ქუთაისში “მართვეს” დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში