ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი - გურამ მაჭავარიანი

22 მაისი 2024, 10:05 488 ნახვა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა.

„ბოლოში რომ მიეწერა კომისიას „არა რუსულ კანონს“, აი ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში