უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 116 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

22 მაისი 2024, 10:16 438 ნახვა

ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რეგიონის 60%-ს აკონტროლებენ.

რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რაიონის ქალაქ ბახმუტიდან ძალების ნაწილი ხარკოვის ოლქში გადაისროლა.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ სუმის ოლქზეც. ოკუპანტებმა დრონებით მიიტანეს იერიში ორ ენერგოობიექტზე, რის შედეგადაც რეგიონში ენერგომომარაგება შეწყდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 116 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათვე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით 220-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, მათგან 64 დაიღუპა, ასევე 32 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში