ბიუროს სხდომა

28 მარტი 2017, 00:00 3244 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივ და დარგობრივ კონტროლს ითხოვს. ოპოზიციამ საკუთარი მოსაზრება საკანონმდებლო ინიციატივად უკვე აქცია და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ  მოძრობაში” მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ, თვითმმართველობის კოდექსით გუბერნატორს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს. ინიციატივა კოლეგებს  მმართველ გუნდში დაუწუნეს. ,,ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობა თავისი არსით სწორედ, საკუთარი უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას გულისხმობს. ინიციატივა კომისიებში განსახილველად ჩაუშვეს.

ამავე კატეგორიაში