თეირანში სამგლოვიარო ცერემონიას ჰამასის და ჰესბოლას ლიდერები ესწრებოდნენ

22 მაისი 2024, 13:20 414 ნახვა

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ  ლოცვა აღასრულა   პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების დაკრძალვის წინ, რომლებიც  აზერბაიჯანის საზღვართან ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.  

სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდნენ ირანისა და რეგიონის ოფიციალური პირები, მათ შორის იყვნენ  ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ჰანიე და ლიბანის ჰეზბოლას ლიდერის მოადგილე შეიხ ნაიმ კასემი. რაისის ცხედარი თეირანის მოსალას მეჩეთშია დასვენებული.

ხვალ  მას  მშობლიურ ქალაქ მეშჰადში დაკრძალავენ. ირანში 5-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში