უკრაინას რუსეთის მართვადი ბომბებისგან თავის დასაცავად სისტემები სჭირდება - ზელენსკი

23 მაისი 2024, 09:08 403 ნახვა

ზელენსკი უკრაინის ქალაქების მართვადი ბომბებისგან დასაცავად  თავდაცვითი სისტემების მოდერნიზების მოწოდებით გამოდის. მისი თქმით, მართვადი ბომბები არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ახლა მოსკოვი იყენებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის.

საღამოს ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინამ მიაღწია პროგრესს ელექტრონული შეიარაღების  შემუშავებაში, თუმცა ბევრი სამუშაო რჩება  რუსული ბომბების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

თვის დასაწყისში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა აპრილში უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ 3 ათას 200-ზე მეტი მართვადი ბომბი, 300-ზე მეტი რაკეტა და 300-მდე ირანული დრონი გამოიყენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში