ორი “დინამოს” დერბი ბათუმელებმა მოიგეს

23 მაისი 2024, 22:31 1031 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში “დინამო” ბათუმმა გასვლაზე “დინამო” თბილისი 2-1 დაამარცხა.

39-ე წუთზე ანგარიში გორდეზიანმა გახსნა და თბილისელებმა პირველი ნახევარი მოიგეს.

მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს.

46-ე წუთზე ღუდუშაურმა გაათანაბრა, ხოლო 9 წუთში გამარჯვების მომტანი გოლი მარას ანგარიშზეა.

ამ დროისთვის “დინამო” ბათუმი 30 ქულით მესამე პოზიციაზეა.
შავიზღვისპირული კლუბი მომდევნო ტურში 27 მაისს გორის “დილას” უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში