პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ასარჩევად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

24 მაისი 2024, 17:05 470 ნახვა

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია შეიქმნა.

"კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი.  

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში