ბრალდება და არგუმენტები

28 მარტი 2017, 00:00 3389 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  11-12 მარტის სტამბოლში ვიზიტს იკვლევს. ელგუჯა ბაგრატიონმა, დღეს, ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით მთავრობისგან გამოთხოვილი ინფორმაცია გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. წერილში აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი საბიუჯეტო თანხებით არ დაფინასებულა და შესაბამისად განაცხადით მოთხოვნილ ინფორმაციას ვერ მიაწოდებდნენ. ელგუჯა ბაგრატიონი ირწმუნება, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ზურაბ პატარაძე საქართველოში ღამის ორ საათზე დაბრუნდა. ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ინფორმაციის მიღებას, მთავრობის აპარატის უფროსისგან შეეცადა, რომელთანაც მხოლოდ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა დაიგეგმა. მთავრობაში განმარტებები მოგვიანებით გაკეთდა. რეგიონის პირველი პირის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბ პატარაძე სტამბოლიდან საქართველოში დილის ექვსის 7 წუთზე დაბრუნდა და თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა.  

ამავე კატეგორიაში