საქართველოს 33-ე ჩემპიონატი ჭადრაკში

25 მაისი 2024, 10:18 539 ნახვა

ჭადრაკში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ექვს სხვადასხვა კატეგორიაში 18 გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველ და მეორე ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.

ღონისძიება საქართველოს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, მასში 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში