ტურბულენტობის შედეგად დოჰა-დუბლინის რეისზე 12 ადამიანი დაშავდა

26 მაისი 2024, 19:39 694 ნახვა

ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე, რომელიც დოჰადან დუბლინში მიფრინავდა, ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი აფრენიდან მალევე, თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა, ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში დაჯდა. დაზიანებები ექვსმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მიიღო, რვა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე, Singapore Airlines-ის რეისზე, ტურბულენტობის გამო, 73 წლის კაცი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში