ისრაელის ცენტრალური რაიონების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

26 მაისი 2024, 19:54 444 ნახვა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, პირველად, ისრაელის ცენტრალური რაიონების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ანხორციელდა.

განგაშის სიგნალები გაისმა თელ ავივშიც. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების განეიტრალება შეძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰიდან მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში გასულ კვირას განაცხადეს, რომ „ჰამასს“ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს სარაკეტო თავდასხმები ცენტრალურ ისრაელზე რაფაჰის რაიონიდან და როდესაც ჯარები უფრო წინ მიიწევენ ქალაქში, თავდასხმის მოლოდინი ჰქონდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში