პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

27 მაისი 2024, 10:11 352 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები.

„თქვენი არაადეკვატური გამოსვლისთვის ყველა პასუხის გაცემა მოგიწევთ, ვერ გახვალთ ამ დარბაზიდან, ვიდრე დეპუტატებს არ უპასუხებთ“-ასე მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. პარალემნტი პრეზინდეტის ვეტოს ხვალინდელ სესიაზე დაძლევს. ამისთვის 76  დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ,,ქართულ ოცნებას'' აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში