აშშ-ის რამდენიმე შტატს ტორნადოებმა გადაუარა

27 მაისი 2024, 09:29 385 ნახვა

რვა ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ამ შაბათ-კვირას ძლიერმა შტორმებმა და ტორნადოებმა მოიცვა  არკანზასის შტატის ჩრდილოეთ ნაწილი - განაცხადა  შტატის გუბერნატორმა. 

შაბათს შტორმმა მასშტაბური  ზიანი მიაყენა აშშ-ს სამხრეთ დაბლობებს,ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა  15 ადამიანი და დაშავდა 100-ზე მეტი.

ჩაიკეტა გზები, რომელთა სავალი ნაწილი გაივსო ნამსხვრევებით და დაგლეჯილი  ხეებით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, განადგურებულია სახლები და ბიზნეს ობიექტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში