ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის ერთობლივი გაცხადება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინ

27 მაისი 2024, 14:33 360 ნახვა

პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარება იქნება „ისტორიული დღე“ და  ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გადატვირთვას - განაცხადა სამმა ქვეყანამ, რომლებიც  ამ ნაბიჯის გადადგმას დღეს აპირებენ.

ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე  ბრიუსელში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რომ სხვა ევროპული ქვეყნები მიბაძავენ მათ. სამივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ მათი გადაწყვეტილება ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ  ისრაელის ომში  ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მცდელობებს დააჩქარებს, რომელიც უკვე მერვე თვეა გრძელდება.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ორშაბათს ბრიუსელში მინისტერიალზე პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხს განიხილავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში