ხანძრით  დაზარალებული დახმარებას ითხოვს

28 მარტი 2017, 00:00 3043 ნახვა

ოძელაშვილის 11-ში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლის გაჩენის შემდეგ დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ემზარ შავაძეს ხანძრის შედეგად ტექნიკა და ავეჯის ნაწილი გაუნადგურდა. სახლში ამ დრომდე წყალი ჩამოდის. ბინაში უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტები. უცნობია როდის და რა სახით გაეწევათ მათ დახმარება. ოჯახი ამ დროისთვის ნათესავთან აფარებს თავს. სახლიდან ავეჯის ნაწილი გატანილია. როგორც აიპი “კორპუსის” ხელმძვანელი სატელეფონო საუბრისას აცხადებს,  ოძელაშვილის 11 ნომერში მცხოვრებლების გადაწყვეტილებით მანსარდს კერძო კომპანიასთან შეთახმებით იქ მცხოვრებლები გააკეთებენ, ასევე თავად უზრუნველყოფენ სახლის გადახურვას. რაც შეეხება ზარალს ჯერ აღწერა მიმდინარეობს, რასაც შემდგომ, სტიქიით დაზარალებულთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

 

ამავე კატეგორიაში