კინოჩვენება ხელოვნების უნივერსიტეტში

27 მაისი 2024, 19:46 596 ნახვა

‘’ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში’’ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც დღეს   ხელოვნების  უნივერსიტეტში  გაიმართა. ფილმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები  მათ ცხოვრებაში ხელოვნების  როლზე  საუბრობენ. 

ფილმისთვის  სპეციალურად  შეიქმნა მუსიკაც, რომლის  ავტორი ზაალ დევაძეა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა. ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება მასტერკლასები და  სემინარები. 

პროექტი განხორციელდა    აჭარის  განათლების  სამინისტროს  საგრანტო  კონკურსის,  ‘’ახალი შემოქმედებითი  პროექტების  მხარდაჭერის’’   ფარგლებში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში