საპროკურორო საბჭოს სხდომა

27 მაისი 2024, 19:48 496 ნახვა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციების დაწყების პროცედურები განიხილეს.

პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 2024 წლის 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში