ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას დღეს ოფიციალურად დაამტკიცებს

28 მაისი 2024, 10:45 385 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, მათ შორის ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს, რომლებიც გაერთიანებულია პალესტინის ეროვნული ხელისუფლების ფარგლებში, და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმს.

სატელევიზიო მიმართვაში სანჩესმა თქვა, რომ არ აღიარებს პალესტინის საზღვრებში რაიმე ცვლილებას 1967 წლის შემდეგ, თუ ყველა მხარე არ შეთანხმდება მასზე.

ესპანეთის მთავრობა აღიარებას ოფიციალურად დღეს მოგვიანებით დაამტკიცებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში