მომავალი ევროპული თავდაცვის კონცეფცია მტკიცედ ევროპული უნდა იყოს - მაკრონი

28 მაისი 2024, 10:58 289 ნახვა

ემანუელ მაკრონმა ევროპელებს მოუწოდა უკეთესად დაიცვან თავი მტრებისგან და არა უბრალოდ მხოლოდ  შეერთებულ შტატებს დაეყრდნონ.

ევროპელებმა უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, ვინ არიან მტრები და როგორ დაიცვან თავი მათგან, თქვა მაკრონმა.

"ყველაფერი, რაც ქმნის უფრო დამოუკიდებელ, უფრო სუვერენულ ევროპას. ევროპას, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და რომელსაც შეუძლია გადარჩეს ყველა საფრთხის წინაშე", - თქვა მაკრონმა.  

მაკრონი ასევე გამოვიდა ევროკავშირის ბიუჯეტის გაორმაგების ინიციატივით საჭირო ინვესტიციებისთვის მომავალი ევროპული არჩევნების შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში