საპროტესტო აქციები პარლამენტთან 

28 მაისი 2024, 12:08 388 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკვე ერთი საათია პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. აქტივისტები პარლამენტის უკანა მხარეს შეიკრიბნენ. აქცია ლოზუნგით - „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ საღამოს 17 საათზე გაგრძელდება.

პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებით თვეზე მეტია პერმანენტულად მიმდინარეობდა. პარლამენტში მიმდინარე სასესიო განხილვას პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე აჩვენებენ ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ასევე აქციაა დაგეგმილი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში