არასამთავრობო ორგანიზაციები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიხედვით რეგისტრაციას არ აპირებენ

29 მაისი 2024, 10:08 356 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიხედვით რეგისტრაციას არ აპირებენ. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს. აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად.

დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას ამ კანონის მიღებით სამოქალაქო სექტორის გატეხვა სურდა, თუმცა ერთობის დარღვევას არ აპირებენ და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ.

„პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე! მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში