საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ესპანეთის ტურნირი მოიგო

29 მაისი 2024, 15:06 378 ნახვა

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ესპანეთში ბენიდორმის საერთაშორისო ტურნირზე ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. საქართველომ სამივე თამაში დიდი სხვაობით მოიგო. ფინალში საქართველო კვლავ  მასპინძელ „ვიატორ ბარბაროსებს“ დაუპირისპირდა და 15:12 დაამარცხა. 7-9 ივნისს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებს.

A ჯგუფში ქართველების მეტოქეები გერმანია, ხორვატია და ირლანდია იქნებიან. B ჯგუფში - პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩატარდება

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში