საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადის გუნდური ლიცენზია მოიპოვა

29 მაისი 2024, 15:06 382 ნახვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია სულ 10 ქართველ ძიუდოისტს აქვს. აქედან შვიდი კაცებს, ხოლო სამი ლიცენზია ქალებს და საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც გამოვა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოპოვებული აქვთ: გიორგი სარდალაშვილს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძეს, გურამ თუშიშვილს, ეთერ ლიპარტელიანს, ეთერ ასკილაშვილს და სოფიო სომხიშვილს. ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში