ქართველი   ფეხბურთელების   გამარჯვება 

29 მარტი 2017, 00:00 2962 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლატვია ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით ჯანო ანანიძემ გახსნა. ამის შემდეგ ორი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. შორეული დარტყმით დუბლი შეასრულა ჯანო ანანიძემ, ხოლო უკანასკნელი გოლი საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ გაიტანა. გუშინდელ შეხვედრას საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებიც დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში