გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მუნიციპალიტეტებში

30 მაისი 2024, 11:57 957 ნახვა

მიმდინარე წელს  აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებებზე, ჯამში 70 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი - სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.  

ამ ეტაპზე სამუშაოები დაიწყო ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.  

ქობულეთის, ხელვაჩაურის  ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში 14-14 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, ხულოს მუნიციპალიტეტში - კი 15 კმ-ზე. სამუშაოებისათვის  6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში