პაპუაშვილი ღია ბიუჯეტის ინდექსზე

30 მაისი 2024, 12:03 337 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს ლიდერობაზე საუბრობს და განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს, მიზანმიმართული სიცრუისა და ჭორების ქარიშხალში, გამოქვეყნდა 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა.

მისი თქმით, ეს ინდექსი ასევე აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს. მთლიანობაში, ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 16 საფეხურით დაწინაურდა - წერს პაპუაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში