"ნამდვილი თუ მოგონილი" - კომუნიკაციების კომისიის სწავლება

30 მაისი 2024, 10:46 352 ნახვა

“ნამდვილი თუ მოგონილი?!” კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე გადაამზადა. მოსწავლეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით.

სემინარის ფარგლებში მოზარდები, BBC Academy-ის მასალების გამოყენებით გადამზადდნენ და გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, მათი აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, ასევე, ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში