ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ბათუმმა” გასვლაზე “ნორჩი დინამო” დაამარცხა

30 მაისი 2024, 18:36 771 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ბათუმმა” საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გასვლაზე “ნორჩ დინამოსთან” ჩაატარა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე თათია შაინიძემ გაიტანა და ბათუმელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.

10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “ბათუმი” სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩი გელა კიკალიშვილის გაწვრთნილ “ბათუმს” 15 ივნისს შინ “ლანჩხუთთან” ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში