ჯანი ცივაძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

30 მაისი 2024, 19:53 605 ნახვა

დღეს ბათუმში დასრულდა ჯანი ცივაძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირი ტრადიციულია და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. შეჯიბრებაში ბათუმის საფეხბურთო სკოლების რვა გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა, რომელშიც  ერთმანეთს „პორტუსი 1“ და „ვესტ-ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ, „პორტუსის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილზე გუნდი „ვიზარდები“ გავიდა. ტურნირს ჯანი ცივაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ, რომლებმაც გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში