აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ - ტურიზმის დეპარტამენტი

31 მაისი 2024, 13:40 402 ნახვა

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანკფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები. უწყება სამიზნე ქვეყნებიდან ასევე მასპინძლობს პრესს და ინფო ტურებს რეგიონის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში