დონალ ტრამპი გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს

01 ივნისი 2024, 10:03 424 ნახვა

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს. საუბარია, საარჩევნო კამპანიის დოკუმენტის გაყალბების საქმეზე ჩატარებულ პროცესზე, რომლის დროსაც ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი 34-ვე მუხლით გაამტყუნეს. მას ბრალი 2016 წელს წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში იურიდიული მომსახურების ანაზღაურებად გაფორმდა, რეალურად კი ის პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსს ყოფილ პრეზიდენტთან სექსუალური კავშირის დასამალად გადაუხადეს.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ისევე როგორც ყველას, აქვს საშუალება განაჩენი გაასაჩივროს, რადგან ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა სწორედ ასე მუშაობს.

ექსპრეზიდენტის სასჯელს მოსამართლე 11 ივლისს გამოაცხადებს, უცნობია შეეფარდება თუ არ მას 4 წლიანი პატიმრობა,  რომელსაც ასეთი დანაშაული ითვალისწინებს. გასაჩივრება ტრამპს სასჯელის გამოტანის შემდეგ შეეძლება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში