საერთშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატე დო-ში

01 ივნისი 2024, 14:01 807 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საერთაშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატე დო-ში. სპორტული ღონისძიების პირველ დღეს სემინარი საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ხაჯიშვილმა, მსოფლიოს შოტოკან კარატე დოს შიხანკაის წევრებმა ირანელმა ახმად საფმა და სომხეთის წარმომადგენელმა ალბერტ ტევატროსიანმა ჩაატარეს.

სემინარში ირანის, სომხეთის, პაკისტანის, უკრაინის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის და საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე კარატისტი მონაწილეობდა.

ხვალ კი სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში კუმიტე ანუ ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ტურნირის შემდეგ ჩვენი მებრძოლები ირანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც ორთაბრძოლების სხვადასხვა სახეობებში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში