„ომი ახლავე უნდა დასრულდეს“ - ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით ბაიდენის სამ ეტაპიან გეგმას მიესალმებიან

01 ივნისი 2024, 15:39 390 ნახვა

ევროკავშირი და გაერო ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას მიესალმებიან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ომი ახლავე უნდა დასრულდეს.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ ბაიდენის საგზაო რუკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რასაც უნდა მოჰყვეს საბრძოლო მოქმედებების საბოლოო შეწყვეტა და ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლა“, - აცხადებს ბორელი.

ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, სტეფან დუჟარიკიც.

„თვეების განმავლობაში, გაეროს გენერალური მდივანი ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დახმარებაზე სრულ და შეუზღუდავ წვდომას და ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანტონიო გუტერეში იმედს გამოთქვამს, რომ ამას მოჰყვება შეთანხმება და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს დუჟარიკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში